ოფიციალურად: ეპოქა დასრულდა, ვენგერი "არსენალს" ტოვებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ოფიციალურად: ეპოქა დასრულდა, ვენგერი "არსენალს" ტოვებს

20-04-2018, 13:22

"არსენალის" ოფიციალურმა საიტმა ფრანგი სპეციალისტის არსენ ვენგერის წერილი გაავრცელა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

"კონსულტაციებისა და დისკუსიების შემდეგ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ დროა "არსენალი" დავტოვო სეზონის დასრულების შემდეგ. მადლობელი ვარ იმ პრივილეგიისთვის, რასაც ამ გუნდის გაწვრთნა ერქვა ამდენი წლის განმავლობაში".

"მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებს, რომლებმაც ეს კლუბი განსაკუთრებულად აქციეს".

"ჩემი მხარდაჭერა და სიყვარული "არსენალს" მუდამ ექნება", - ვკითხულობთ არსენ ვენგერის განცხადებაში.

დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ლონდონურ გუნდს გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი ჩაიბარებს.



  • beka10
  • 20 აპრილი 2018 13:22
დიდი ეპოქა დასრულდა <3 :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით