მანჩინი იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა

20-04-2018, 14:05

აპენინური მედიის ინფორმაციით, იტალიის ეროვნულ ნაკრებს 20 მაისს ოფიციალურად რობერტო მანჩინი ჩაიბარებს. წყაროს ცნობით, 53 წლის სპეციალისტს "ზენიტთან" შარშან გააფორმებული 3+2 სისტემის კონტრაქტის შეწყვეტა მოუწევს. 

28 მაისს სკუადრა აძურა ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთს შეხვდება და ამ მატჩში გუნდს უკვე მანჩინი უხელმძღვანელებს. ის დროებით მწვრთნელს ლუიჯი დი ბიაჯოს შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ რობერტომ სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო და მისი პირველი გაწვრთნილი კლუბი "ფიორენტინა" იყო. წლების განმავლობაში იტალიელი ადგილობრივ გრანდებს ხელმძღვანელობდა. ორჯერ გახდა "ნერაძურის" თავკაცი და ბოლოს რუსეთს მიაშურა, სადაც სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" ედგა სათავეში. 


  • goga1996
  • 20 აპრილი 2018 14:07
უკეთესი ვერ ნახეთ/?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით