სალაჰი:"რომში დაბრუნება ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სალაჰი:"რომში დაბრუნება ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება"

20-04-2018, 14:44

დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე აღზევებული "ლივერპული" ნეხევარფინალურ ეტაპზე იტალიურ "რომას" დაუპირისპირდება.

ეს თამაში მეტად განსაკუთრებული იქნება მერსესაიდელების ეგვიპტელი შემტევის, მუჰამედ სალაჰისთვის, რადგანაც იგი ყოფილ გუნდს, სტადიონს და ქალაქს უბრუნდება.

მატჩის წინ სალაჰმა პრესასთან ისაუბრა და მოსალოდნელ მატჩს ემოციური უწოდა.

"რომში დაბრუნება ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება, რადგანაც პირველად მომიწევს ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. იქ მე ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიცი, თუ რა არის იყო "რომას" ფეხბურთელი და გყავდეს ისეთი ფანები როგორიც "მგლებს" ჰყავთ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მომენატრა "სტადიო ოლიმპიკო" და იქაური ატმოსფერო.

"იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ, მაგრამ არ ვიქნები ეგოისტი და "რომას" წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა სალაჰმა პრესასთან საუბრისას.



  • messi10
  • 20 აპრილი 2018 14:50
კარგი აკცია სალაჰი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით