უდიდესი ტრაგედია, საფეხბურთო სამყაროში გლოვაა

20-04-2018, 22:10

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა როი ბენტლი გარდაიცვალა.

ინგლისელი შემტევი 7 წლის განმავლობაში "არისტოკრატების" საუკეთესო ბომბარდირი და წამყვანი ფეხბურთელი იყო. როიმ "ლურჯების" რიგებში 367 მატჩში 150 გოლის გატანა მოახერხა.

"ჩელსის" ლეგენდა და უმნიშვნელოვანესი ფიგურა გუნდისთვის. არასდროს დაგვავიწყდები როი!", - წერია "სტემ ფორდ ბრიჯის" ბინადართა ვებ-გვერდზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ როი ბენტლი ლონდონური კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შედის. ის თავისი შედეგით მხოლოდ: ფრენკ ლამპარდს, ბობი ტემბლინგს, კერი დიქსონს და დიდიე დროგბას ჩამორჩება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით