ანრიმ ვენგერის წასვლაზე ისაუბრა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ანრიმ ვენგერის წასვლაზე ისაუბრა

20-04-2018, 22:31

ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პრესასთან არსენ ვენგერის წასვლაზე ისაუბრა.

"ამ ამბის გამო ძალიან ვწუხვარ. ვენგერს დიდი ხანია ვიცნობ, ის საოცარი სპეციალისტი და ძალიან კარგი ადამიანია".

"ჩანს, რომ არსენმა ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის ჩავარდნების გამო მიიღო. სასიხარულოა ის, რომ მას ისე გააცილებენ როგორც ნამდვილი მწვრთნელი იმსახურებს".

"ფრანგმა თავკაცმა ინგლისური ფეხბურთი სრულიად შეცვალა და პრემიერ ლიგაში თავისი სტილი დაამკვირდა. ჩემი აზრით, მას მხოლოდ ამ დამსახურების გამო უნდა ვცეთ პატივი".

"ვიმედოვნებ, "ვესტ ჰემთან" გასამართ მატჩზე ფანატები არამარტო მატჩის სანახავად, არამედ მის მხარდასაჭერად მივლენ", - უთხრა ანრიმ "BBC"-ის ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, არსენ ვენგერი "მეთოფეებს" 1996 წლიდან უდგას სათავეში. ამ წლების მანძილზე ფრანგმა "ემირეიტს სთედიუმის" ბინადრებს 17 ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მწვრთნელი საყვარელ გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.



  • messi10
  • 20 აპრილი 2018 22:32
dro iyo wasvlis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით