ფერგიუსონი:"ვამაყობ, რომ მას ვიცნობ და მისი მეგობარი ვარ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ფერგიუსონი:"ვამაყობ, რომ მას ვიცნობ და მისი მეგობარი ვარ"

20-04-2018, 22:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა არსენ ვენგერის ლონდონის "არსენალიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.

"არსენმა ლონდონში თავისი ეპოქა შექმნა და ხალხს თავი დიად მწვრთნელად დაამახსოვრა. მის მიერ დანერგილ ახალ სტილს უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მომწონს".

"ფრანგი სპეციალისტი უდიდესი პროფესიონალია. ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა, როდესაც თავისი ეს გადაწყვეტილება ფანატებს და გუნდის წევრებს სეზონის დასრულებამდე ამცნო. ახლა მას და მის ღვაწლს უფრო მეტად დააფასებენ".

"ვენგერი პრემიერ ლიგის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვამაყობ, რომ მას ვიცნობ და მისი მეგობარი ვარ", - განაცხადა ფერგიუსონმა.

ცნობისთვის, არსენ ვენგერი "მეთოფეებს" 1996 წლიდან უდგას სათავეში. ამ წლების მანძილზე ფრანგმა "ემირეიტს სთედიუმის" ბინადრებს 17 ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მწვრთნელი საყვარელ გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.



  • messi10
  • 20 აპრილი 2018 22:58
ყველაზე კლასნი მწვრთნელები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით