ვინ ჩაანაცვლებს ვენგერს?! » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვინ ჩაანაცვლებს ვენგერს?!

21-04-2018, 13:17

მოგეხსენებათ, დღეს ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის შემდგომ გუნდიდან მიდის. მის შემცვლელზე კი ევროპულ გამოცემებში უკვე დაიწყეს საუბრები.

როგორც ცნობილია, ვენგერის შეცვლის სამი მთავარი კანდიდატი არსებობს. პირველ რიგში, "მეთოფეები" კარლო ანჩელოტის მოყვანაზე ფიქრობენ. იტალიელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლის შემდგომ უგუნდოდაა და მის კანდიდატურას არაერთი კლუბი განიხილავს. ევროპული წყაროების ინფორმაციით კი ლონდონელებმა მასთან მოლაპარაკებები მომავალ კვირაში დაგეგმეს.

ანჩელოტის გარდა "არსენალი" შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა დამრიგებელმა, თომას ტუხელმა ჩაიბაროს. გერმანელ სპეციალისტს უკვე სათანადო გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში, შესაბამისად ინგლისში მის კანდიდატურაზეც სერიოზულად ფიქრობენ.

და ბოლოს, "არსენალს" შესაძლოა მიკელ არტეტაც კი ჩაუდგეს სათავეში. ლონდონური გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად "სიტის" სამწვრთნელო შტაბშია. იგი პეპ გვარდიოლასთან მუშაობით საკმაოდ დიდ გამოცდილებას იძენს, გარდა ამისა არტეტამ არაერთი სეზონი გაატარა "მეთოფეთა" მაისურით და არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლიდან სწორედ ის გაუძღვეს "არსენალს".



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 15:20
კარლიტო კაი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით