მერებაშვილისთვის სეზონი დასრულდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მერებაშვილისთვის სეზონი დასრულდა

21-04-2018, 15:08

პოლონური "პლოცკის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი მერებაშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

წყაროს ცნობით, 31 წლის ნახევარმცველის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. ამის შემდგომ კი გიორგი მომავალი 3 თვის მანძილზე ვერ დაუბრუნდება სტადიონს.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა ტრავმა პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში, "ვისლას" წინააღმდეგ მიიღო და მე-16 წუთზე შესაცვლელი შეიქნა.

"პლოცკი" ამჟამად საჩემპიონო ჯგუფში 50 ქულით მე-5 ადგილზეა და 4 ქულთ ჩამორჩება ევროზონას.



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 15:19
კაი კაცია მერაბა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით