22 აპრილს კიელინი ოცნების მატჩს ჩაატარებს

21-04-2018, 11:34

იტალიის სერია ა-ში სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. გასულ უქმეებზე მომხდარი საოცრების შემდეგ, "ნაპოლის" რეალური შანსი გაუჩნდა იმისათვის, რომ პირველობისთვის იბრძოლოს. მოგეხსენებათ ტურინელებმა გასვლითი შეხვედრა ვერ მოუგეს "კროტონეს", რომელიც ჯერ კიდევ დარჩენისთვის იბრძვის. "უდინეზესთან" გამართული მატჩი მოიგეს "სან პაოლოს" ბინადრებმა და ამ ეტაპზე სხვაობა 4 ქულა გახდა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუტსაიდერ "კროტონესთან" დაკარგული ქულების შემდეგ, დიდ გულზეა "ბებერი ქალბატონების" ერთ-ერთი ლიდერი ჯორჯო კიელინი, რომელმაც განაცხადა, რომ “ნაპოლისთან“ შეხვედრა, რაც შეიძლება, სწრაფად სურს. 

“ფსონები ორივე გუნდისთვის ძალიან მაღალია. არ ვფიქრობ, რომ შეხვედრის გამარჯვებული საჩემპიონო ტიტულს ავტომატურად გაინაღდებს. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა აპენინელმა.

შეგახსენებთ, რომ კიელინის ოცნების მატჩი 22 აპრილს "იუვენტუს არენაზე" გაიმართება. შესაძლოა ამ შეხვედრამ იტალიის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს. 



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 14:45
წელსაც იუვეს მიაქვს რა. კონკურენტი არ ყავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით