გვარდიოლა:"იმედი მაქვს, რომ ინიესტა "ბარსელონადან" არ წავა"

21-04-2018, 10:15

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და "მანჩესტერ სიტის" მოქმედმა ესპანელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესასთან ანდრეს ინიესტაზე და მის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ არ ვიცი მართალია, თუ რა ეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის "ბარსელონადან" არ წავა".

"მე და ანდრესი თავიდან ერთად ვთამაშობდით, შემდეგ კი მისი მწვრთნელი ვიყავი და მასთან სიამოვნებით ვმუშაობდი".

"ინიესტა ლეგენდარული ფეხბურთელია, დამერწმუნეთ, კატალონიელთა მესვეურებს მისნაირი სრულყოფილი ფეხბურთელის ნახვა ძალიან გაუჭირდებათ".

"ესპანელმა "ბარსელონაში" უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა, მემკვირდეობა, რომელსაც "კამპ ნოუს" თითოეული ბინადარი თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს", - უთხრა გვარდიოლამ გავლენიანი "Goal"-ის ჟურნალისტებს.


  • messi10
  • 21 აპრილი 2018 10:16
არც წავა ასე მგონია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით