ვენგერი პარიზში მიდის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვენგერი პარიზში მიდის

21-04-2018, 14:04

მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს ტოვებს. მის სავარაუდო მომავალზე კი უკვე დაიწყო პრესაში საუბრები.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, 68 წლის სპეციალისტმა შესაძლოა კარიერა სამშობლოში, კერძოდ კი "პსჟში" გააგრძელოს.

პარიზული გუნდის მესვეურები უკმაყოფილო არიან ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის მუშაობით და მის შეცვლას აპირებენ. ვენგერი კი მის ჩასანაცვლებლად მართლაც რომ იდეალური კანდიდატურაა, რომელსაც ევროტურნირებზე გუნდის გაძღოლის საკმარისი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ" გასულ ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოვარდა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდება ემერის გაშვების მიზეზი.



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 15:20
მე მაგის ადგილას დავასრულებდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით