ვალვერდე: "კოპას მოგებით ლიგის შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია"

21-04-2018, 23:03

დღეს გაიმართება ესპანეთის თასის ფინალი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" ანდალუსიის "სევილიას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

"სევილიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. მათ შეუძლიათ, რომ თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკა არაერთხელ შეცვალონ, საჭიროების მიხედვით."

"ახლა გვაქვს შანსი, რომ "რომასთან" განცდილი მარცხის შემდგომ იმედგაცრუება მოვიშოროთ. კოპას მოგებით შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის შეცდომები გამოვასწოროთ."

"ვფიქრობ, ორივე გუნდს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ თასის მოსაგებად იბრძოლოს." - აცხადებს ვალვერდე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით