ევროპა ლიგის თასი უვნებლად დააბრუნეს

21-04-2018, 23:10

საინტერესო შემთხვევა მოხდა მექსიკაში. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, სამხრეთ ამერიკაში ევროპა ლიგის თასი მოიპარეს.

როგორც ცნობილია, თასი ქალაქ ლეონში იყო გამოფენილი, რა დროსაც ის მოიპარეს. საბედნიეროდ, პოლიციამ მალევე შეძლო თასის დაბრუნება, თანაც დაზიანების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგაზე ამჟამად 1/2 ფინალური ეტაპები მიმდინარეობს, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "არსენალს" უპირისპირდება, "ზალცბურგი" კი "მარსელს".


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით