• 09-08-2023
    "ზივზივაძის სიტუაცია შესაძლოა გამოსწორდეს" - ქართველზე გერმანულ მედიაში წერენ
    "ზივზივაძის სიტუაცია შესაძლოა გამოსწორდეს" - ქართველზე გერმანულ მედიაში წერენ

    მოგეხსენებათ, რომ ბუნდესლიგა 2 განახლდა და ბუდუ ზივზივაძემაც "კარლსრუეს" ქულა გადაურჩინა, მან "ჰამბურგს" დამატებულ 95-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი გაუტანა.

    ამასთან დაკავშირებით გერმანულ მედიაში სტატია გავრცელდა სადაც ბუდუს ახლანდელ მდგომარეობაზე წერენ:

    "ბუდუ ზივზივაძეს ამ დრომდე კარლსრუეში რთული პერიოდი ჰქონდა და თითქოს ქართველი ფეხბურთელი კლუბს მალე დატოვებდა. ახლა კი, მისი სიტუაცია შესაძლოა, გაუმჯობესდეს"

    "ზივზივაძის აზრით, ჰამბურგთან გატანილი გოლი მას გააძლიერებს, - "ვფიქრობ, ეს გოლი დამეხმარება", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც კვირას ჰამბურგთან შეხვედრაში მე-5 დამატებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს მას თავდაჯერებას შემატებს", - იწერება გერმანულ პრესაში.

    Facebook კომენტარები