"არსენალს" ლუის ენრიკე დაუკავშირეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"არსენალს" ლუის ენრიკე დაუკავშირეს

21-04-2018, 23:47

მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს ტოვებს. გუნდის მომავალ მწვრთნელზე უკვე დაიწყო საუბარი.

გავლენიანი "Daily Mail"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მეთოფეთა" ახალი მწვრთნელის პოსტზე კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე განიხილება.

 წყაროს ცნობით, ლონდონელები 47 წლის სპეციალისტის დანიშვნას ვენგერის წასვლისთანავე აპირებენ. როგორც ჩანს "ეითედ სთედიუმის" მესვეურები ენრიკეში გამოსავალს ეძებენ და ცდილობენ დიდი პრაქტიკის მქონე მწვრთნელს ესპანური თამაშის სტილი პრემიერ ლიგაში დაამკვიდრებინონ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩო კატალონიურ გრანდში 3 წლის განმავლობაში, 2014-17 წლებში მუშაობდა.



  • messi10
  • 21 აპრილი 2018 23:51
მაგარიი კაცია ენრიკე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით