"ბარსელონა" ესპანეთის თასის მფლობელია

22-04-2018, 10:01

მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალი დასრულდა, სადაც ბარსელონამ სევილია-5:0 გაანადგურა და ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.

"ბლაუგრანას" მხრიდან თავი გამოიჩინა ლეო მესიმ, რომელმაც მორიგი საფინალო გოლი შეაგდო. ურუგვაელმა ლუის სუარესმა დუბლი გაიფორმა და ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან სხვაობა 4 ბურთიანი გახადა. აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით თავისი ბოლო მატჩი ითამაშა და გოლი შეაგდო ანდრეს ინიესტამაც, რომელიც ჩინეთში გადადის. 

შეგახსენებთ, რომ ანდრესი “ლა მასიას” აღზრდილია და ამ დრომდე სხვა კლუბის მაისური არ მოურგია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაშვება არ სურს ინიესტა "კამპ ნოუზე" გაჩერებას აღარ აპირებს. ანდრესმა საფეხბურთო სიბერის გატარება შორეულ აზიაში გადაწყვიტა. 

საბოლოო ჯამში აღნიშნული ტურნირი ერნესტო ვალვერდეს შეგრიდებმა ისტორიაში 30-ედ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.



  • goga1996
  • 22 აპრილი 2018 10:54
ყოჩაღ ბარსელონას.... ლეგენდა ვალვერდე:დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით