კონტე "ტოტენჰემის" იმედად » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კონტე "ტოტენჰემის" იმედად

22-04-2018, 14:36

"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე იმედიანად არის და სჯერა, რომ "დეზებთან" არსებულ 5 ქულიან სხვაობას გააბათილებს. იტალიელი მწვრთნელის ამბიცია "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გაყვანაა.

"ჩვენსა და "ტოტენჰემს" შორის განსხვავება მხოლოდ 5 ქულაა და წინ 4 მატჩია. ეს არ იქნება მარტივი ამოცანა, რადგან ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა შეხვედრა და ვიყოთ დამოკიდებული მეტოქის შედეგებზეც. შანსი რეალურია, თუ იმ თამაშის ჩვენებას შევძლებთ, რომელიც "ბარნლისა" და "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ ვითამაშეთ", - განაცხადა აპენინელმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ცუდად ამთავრებს. აბრამოვიჩის იმედიდ სავსე თვალები პოჩეტინოს ბიჭებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ არც "დეზები" აპირებენ ლიგის საგზურის დათმობას. შანსი იმისა, რომ "ლურჯები" გავლენ ნაკლებად რეალურია.



  • goga1996
  • 22 აპრილი 2018 15:50
vai she ubeduro konte :( sezonis mere davai veneciashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით