ლამბრო მერიდიონალეში ჩაყრილი საჭირო ქულა

22-04-2018, 14:02

21 აპრილს იტალიის სერია ა-ში 34-ე ტურია მატჩები გაიმართა, რომელშიც "მილანმა" "ბენევენტოს" უმასპინძლა და შეხვედრა "სან სიროზე" 0:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ წაგებული მატჩის შემდეგ, "როსონერიმ" თეორიული საჩემპიონთალიგო ამბიცია მდინარე ლამბრო მერიდიონალეს გაატანა. 

შეხვედრა, როგორც დაანონსებული იყო ისე წარიმართა და ძირითადად ბურთს მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა "ჩივო ვიგორიტოს" ბინადრებმა 29-ე წუთზე ანგარიში გახსნეს და ისტორიის წერა ახალი ფურცლიდან დაიწყეს. გოლის ავტორი იემელო გახდა, რომელსაც დიდი ალბათობით ბენევენტოს ქუჩებში ძეგლებს დაუდგამენ.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს "როსონერის" გულშემატკივრებისთვის შეხვედრის გადარჩენა ვერც ბობოქარმა გატუზომ მოახერხა და საბოლოო ჯამში ლომბარდიულმა გრანდმა მარცხი იგემა.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბებს შორის გამართული პირველი ჯახი საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა. 

სატურნირო ცხრილს, თუ გადავხედავთ ნახავთ, რომ "ბენევენტო" გავარდნის პირასაა, აპენინური გრანდი კი მე-6 პიზიციას იკავებს და ევროპა ლიგისთვის იწყებს ბრძოლას.




  • goga1996
  • 22 აპრილი 2018 15:50
ukve metismetia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით