ინიესტა:"ჩემს გადაწყვეტილებას ამ კვირაში გავასაჯაროებ"

22-04-2018, 10:51

ესპანეთის თასის ფინალში "სევილიას" დამარცხების შემდეგ, ანდრეს ინიესტამ პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა.

"არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ. მწვრთნელის მიერ დაკისრებული დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ და შედეგიც სწორედ ამიტომ მივიღე".

"ესპანეთის თასის მოგებით ძალიან ბედნიერები ვართ. იმედი მაქვს, სეზონს კარგი დასასრული ექნება. ჩვენი გულშემატკივრები ამას ნამდვილად იმსახურებენ".

"რომელ კლუბში გადავალ? არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ამ კვირაში გავასაჯაროებ", - თქვა ინიესტამ.

ცნობისთვის, გუშინდელი მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით 5:0 დასრულდა.


  • messi10
  • 22 აპრილი 2018 10:53
აუ არ წახვიდე რაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით