მორატას "ჩელსიდან" წასვლა სურს

22-04-2018, 22:28

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ესპანელ თავდამსხმელ ალვარო მორატას გუნდიდან წასვლა სურს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ მას საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა. მას უნდა, რომ პრემიერლიგის დარჩენილ მატჩებში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში.

როგორც ცნობილია, მორატას ინგლისში გადასვლის შემდგომ იმედი ჰქონდა, რომ ძირითად თერთმეტეულში გარანტირებული ექნებოდა ადგილი, თუმცა ბოლო დროს ეს ასე არ ხდება, ამან კი მას წასვლის სურვილი გაუჩინა.

მორატას დამატებით ყველაზე მეტად მისი ყოფილი გუნდი, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული და არ არის გამორცხული, ესპანელმა სწორედ "ბებერ სინიორას" მიაშუროს.


  • tsandro
  • 22 აპრილი 2018 22:47
იუვეში ყველაზე კარგი იყო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით