გატუზომ ფეხბურთელები "ბენვენტოსთან" წაგების შემდგომ დასაჯა

22-04-2018, 22:37

გუშინ გაიმართა იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მატჩი, რომელშიც "მილანმა" "ბენევენტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, შეხვედრის შემდგომ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ თავისი ფეხბურთელები დასაჯა.

როგორც ცნობილია, ამ მარცხმა ჯენარო ძალიან გააბრაზა, რის გამოც იგი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას აღარ აძლევს. წესით, "მილანის" მოთამაშეებს მომავალი ორი დღის განმავლობაში თავისუფალი დღეები უნდა ჰქონოდათ, თუმცა გატუზომ ეს გააუქმა და ვარჯიშები დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს მოსვლის შემდგომ "მილანს" საკმაოდ დიდი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა გუნდს უკვე ბოლო 6 ტურია არ მოუგია, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.


  • tsandro
  • 22 აპრილი 2018 22:46
წკეპლა უნდა ურტყას სულ :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით