დი ფრანჩესკომ "ჩელსიზე" კომენტარი გააკეთა

22-04-2018, 22:39

ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან ლონდონის "ჩელსი" შესაძლოა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩაიბაროს.

ამ თემაზე კომენტარი "რომას" მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

"მე ჩელსიში? ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ რომაზე ვფიქრობ."

"ჩვენ ჩემპიონატში ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, ევროტურნირებზე კი უკვე ნახევარფინალში ვართ და სხვა რამეებზე ფიქრისთვის დრო საერთოდ არ მაქვს." - აცხადებს დი ფრანჩესკო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით