ჟულიო სეზარმა კარიერა დაასრულა

23-04-2018, 11:50

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის დარაჯმა ჟულიო სეზარმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. “ფლამენგოს“ 38 წლის მეკარემ ბრაზილიის სერია ა-ს მეორე ტურში “ამერიკა მინეიროსთან“ (2:0) კარი მშრალად შეინახა.

ჟულიო სეზარს “ინტერში“, “კიევოში“, “ქუინზ პარკ რეინჯერსში“, “ტორონტოსა“ და “ბენფიკაში“ უასპარეზია.  “ინტერის“ შემადგენლობაში სეზარმა იტალიის სერია ა ხუთჯერ მოიგო, 2010-ში კი თავს ზემოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში სეზარი “ფლამენგოში“ დაბრუნდა, მას კარიერის დასრულება იმ კლუბში სურდა, სადაც 1997 წელს თავისი პროფესიონალური პირველი ნაბიჯები გადადგა.



  • goga1996
  • 23 აპრილი 2018 13:44
გამიტყდა 2010 წელს ინტერთან ერთად საუკეთესო იყო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით