კულიბალი: "მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ ამის მათემატიკური შანსია"

23-04-2018, 13:29

22 აპრილს იტალიის სერია ა-ში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეხვდნენ. აღნიშნული დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 0:1. ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე კალიდო კულიბალიმ გაიტანა.

დაძაბული 90 წუთის შემდეგ, შეხვედრის გმირმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეაპოლური კლუბი უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. 

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეხვედრა მოგვეგო. ვამაყობ ჩემი გუნდით, ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით. . მანამდე ვიბრძოლებთ სანამ ამის მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.“-განაცხადა 26 წლის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა ასეთი დაძაბული წლებია არ ყოფილა. 2017-18 წლის სეზონში გამოკვეთილი ფავორიტი ჯერჯერობით არ სჩანს. პირველ ადგილზე "ბებერი ქალბატონები" არიან 85 ქულით, ხოლო სარის შეგირდები 1 ქულით ჩამორჩებიან. 


  • goga1996
  • 23 აპრილი 2018 13:45
მიდით ბიჭებო დადეთ პირველი ადგილი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით