ვენგერი: "არ ვაპირებ, რომ “არსენალს“ დავეხმარო"

23-04-2018, 13:41

პრემიერლიგის 35-ე ტურში, რომელიც 22 აპრილს "ემირეიტზე" გაიმართა,უხვგოლიანი აღმოჩნდა. ვენგერის წასვლით განაწყენებულმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდ "ვესტ ჰემზე" იყარეს ჯავრი და 4:1 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მეთოფეების" თავკაცმა განაცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ ახალი მწვრთნელის არჩევაში ლონდონურ გრანდს არ დაეხმარება. 

"არ ვაპირებ, რომ “არსენალს“ ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევაში დავეხმარო. ყველამ საკუთარი საქმე უნდა ვაკეთოთ. მზად ვარ თუ არა სხვა ინგლისური კლუბის ჩასაბარებლად? ემოციურად, ეს რთული იქნებოდა", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი "არსენალში" 22 წლიან კარიერას ასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბს ჩაიბარებს ის. მედიაში გავრცელებული ცნობებით, 69 წლის სპეციალისტით "ევერტონია" დაინტერესებული. 


  • goga1996
  • 23 აპრილი 2018 13:45
ცუდი ვენგერი :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით