"ნაპოლის" გუშემატკივრებმა მთელი ქალაქი გაანათეს (ვიდეო)

23-04-2018, 14:59

22 აპრილს იტალიის სერია ა-ში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეხვდნენ. აღნიშნული დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 0:1. ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე კალიდო კულიბალიმ გაიტანა.

90 წუთის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულმა და პირველობისთვის ბრძოლაში დაბრუნებული გუნდის გულშემატკივრებმა მთელი ნეაპოლი გაანათეს. ნაპოლის წარმატებით გახარებულმა ფანებმა მთელი ქალაქი ფეიერვერკით გაანათეს. 

შეგახსენებთ, რომ სერია ა ასეთი დაძაბული წლებია არ ყოფილა. 2017-18 წლის სეზონში გამოკვეთილი ფავორიტი ჯერჯერობით არ სჩანს. პირველ ადგილზე "ბებერი ქალბატონები" არიან 85 ქულით, ხოლო სარის შეგირდები 1 ქულით ჩამორჩებიან.





  • goga1996
  • 23 აპრილი 2018 15:00
აი ფანობა ძმაო... თუმცა ჯერ ადრე იყო რავი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით