"ბარსას" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

23-04-2018, 21:59

დღეს გაიმართა უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ესპანელთა გამაჯრვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა და შესაბამისად, "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კატალონიელებმა ნახევარფინალში "სიტის" თანატოლების დამარცხება შეძლეს, ანგარიშით 4:5. რაც შეეხება "ჩელსის", ამ გუნდს ფინალამდე "პორტოს" ბარიერის დაძლევა მოუწიათ - 3:2. საბოლოოდ კი როგორც ხედავთ გამარჯვება ესპანელებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა 2014 წლიდან იმართება და პირველად ჩემპიონობა სწორედ ზემოხსენებულმა "ბარსელონამ" შეძლო. ამის შემდეგ "ჩელსის" ახალგაზრდულმა გუნდმა მოახერხა ზედიზედ ორჯერ ტიტულის მოპოვება, გასულ სეზონში კი ჩემპიონი "ზალცბურგი" გახდა.


  • levani25
  • 24 აპრილი 2018 11:54
ლიგა მოიგეს რა გიდნათ : :

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით