კლოპი: "მომწონს "რომას" განვლილი გზა"

24-04-2018, 09:31

დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში "რომას" დაუპირისპირდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კომენტარი გააკეთა "მერსესაიდული" კლუბის თავკაცმა იურგენ კლოპმა. 

"სალაჰის წარმატებით ბედნიერი ვარ. კევინ დე ბრუინის ასეთი სეზონის ფონზეც კი, ჯილდო სალაჰმა მიიღო. მას ხმა ფეხბურთელებმა მისცეს და მე ვფიქრობ, მან დამსახურებულად გაიმარჯვა.

მესმის, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ 1/2 ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სიტი" შეხვდებოდნენ. ასე არ მოხდა, რადგან ეს ფეხბურთია, "რომამ" ეს შეძლო, ისევე როგორც ჩვენ.

მომწონს "რომას" განვლილი გზა. შარშან მათ კარგი სპორტული დირექტორი აიყვანეს, შემდეგ კი ფანტასტიური სამუშაო შეასრულეს. მე იტალიურ ფეხბურთს ხშირად ვუყურებ. მინახავს "რომას" რამდენიმე მატჩი. "რომას" შეტევაში დიდი არჩევანი აქვს. მათ ჰყავთ გამოცდილი ნახევარმცველები და ძლიერი მცველები. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, 1/2 ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბებმა მძიმე გზა გაიარეს ამ ეტაპამდე. "ლივერპულმა" მერვედფინალში "პორტუ" დაამარცხა, შემდეგ იყო "მანჩესტერ სიტისთან" განავარდება. რაც შეეხება "რომას" "შახტართან" ჯახი მოუწია და ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, ხოლო "ბარსელონას" საუკუნის ქამბექი გაუკეთა და ნახევარფინალში გააღწია.


  • goga1996
  • 24 აპრილი 2018 14:47
kai bichia sagol klopik

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით