მარადონა:“მადლობა კულიბალი“

24-04-2018, 11:32

არგენტინის ნაკრებისა და "ნაპოლის" ლეგენდამ დიეგო მარადონამ ნეაპოლელთა მცველს კალიდუ კულიბალის მადლობა გადაუხადა. მარადონამ აქცენტი 22 აპრილს ჩატარებულ მატჩზე გააკეთა, რომელშიც კალიდუმ გამარჯვების გოლი გაიტანა. 

"ჩვენ ყველას გვჯერა, რომ "ნაპოლის“ საჩემპიონო ბრძოლაში შეუძლია "იუვენტუსს“ აჯობოს. კვირას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეს იმედი უფრო რეალურია. მადლობა კულიბალი!“, - განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ მარადონა "ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს "სან-პაოლოს" ბინადრებს რეალური შანსი აქვთ პირველ ადგილზე გასასვლელად. სხვაობა "იუვენტუსა" და ამუკანასკნელს შორის 1 ქულა გახდა.


  • goga1996
  • 24 აპრილი 2018 14:47
maradona she lomo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით