"იუვენტუსმა" 3 ქულასთან ერთად ფეხბურთელიც დაკარგა

24-04-2018, 12:30

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში "ბებერმა ქალბატონებმა" საჭირო ქულასთან ერთად ფეხბურთელიც დაკარგეს. 

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასიმილიანო ალეგრის შეცვლის განხორციელება მოუწია. საქმე იმაშია, რომ "შავ-თეთრების" მცველმა ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო და ეს უკანასკნელი შვეიცარიელმა ლიხშტაინერმა შეცვალა.

ამ მომენტისთვის ტურინელებს 85 ქულა აქვთ და ცხრილის სათავეში არიან. "ბებერი ქალბატონები""ნერაძურის" 28 აპრილს "სან სიროზე" შეხვდებიან. რაც შეეხება "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდება. 


  • goga1996
  • 24 აპრილი 2018 14:48
am tramvebma dagupa klubi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით