"სტემფორდ ბრიჯიდან" "კამპ ნოუზე" - კონტე ესპანეთში გადადის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"სტემფორდ ბრიჯიდან" "კამპ ნოუზე" - კონტე ესპანეთში გადადის

24-04-2018, 11:10

როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" მარცხის შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს წყალი შეუდგა და სწორედ ამიტომ "ბარსელონას" მესვეურები უკვე ახალ თავკაცს ეძებენ.

ესპანური გამოცემების მტკიცებით, 54 წლის ესპანელი სპეციალისტის პირველი და ყველაზე რეალური შემცვლელი ლონდონის "ჩელსის" მოქმედი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.

შეიძლება ითქვას, რომ ესპანელების მიერ გავრცელებულ ეს ინფორმაცია აზრს მოკლებული ნამდვილად არაა, რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ კონტე აბრამოვიჩთან უთნხმოების გამო "არისტოკრატების" დატოვებას ისედაც აპირებს.

ასე და ამგვარად, "ბლაუგრანას" ფანატებს ისღა დარჩენიათ, მოთმინება მოიკრიბონ და კონტეს გადაბარგებას დაელოდონ.

ცნობისთვის, ამ ინფორმაციას არც ერთი კლუბის წარმომადგენელი არ ადასტურებს.



  • messi10
  • 24 აპრილი 2018 23:04
konte dzaan klasnia martla

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით