ტოტი: "პატივისცემის გრძნობა მეუფლება"

24-04-2018, 14:57

დღეს 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდება. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "გლადიატორთა" დირექტორმა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისელები მისაბაძნი არიან. 

"როდესაც სახელი "ლივერპული“ მესმის, პატივისცემის გრძნობა მეუფლება - ეს დიდი კლუბია, რომელსაც გულშემატკივრები მხარს უჭერენ და მისაბაძი მაგალითია. კენჭისყრის შემდეგ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულის“ თამაშებს ვუყურე და ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული დაპირისპირება იქნება", - განაცხადა ტოტიმ. 

შეგახსენებთ, რომ კლუბებმა მძიმე გზა გაიარეს ამ ეტაპამდე. "ლივერპულმა" მერვედფინალში "პორტუ" დაამარცხა, შემდეგ იყო "მანჩესტერ სიტისთან" განავარდება. რაც შეეხება "რომას" "შახტართან" ჯახი მოუწია და ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, ხოლო "ბარსელონას" საუკუნის ქამბექი გაუკეთა და ნახევარფინალში გააღწია.


  • goga1996
  • 24 აპრილი 2018 14:58
დღეს ბევრი უნდა დაამტკიცოთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით