არანაირი ჩინეთი » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

არანაირი ჩინეთი

24-04-2018, 15:22

ბოლო დროს მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" 34 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა კლუბს ტოვებს და ჩინეთში გადადის. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერით თვითონ ფეხბურთელიცაა დაინტერესებული, რადგან აზიელებმა მას საინტერესო ხელშეკრულება შესთავაზეს. 

გადავა, თუ არა ანდრესი ჩინურ კლუბში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წასვლა, რომ გადაწყვეტილია ფაქტია. მანამ სანამ ყველაფერი გაირკვევა რადარზე სხვადასხვა კლუბებიც გამოჩნდნენ და ზაფხულში შეთავაზების გაკეთებას აპირებენ. საუბარია "მანჩესტერ სიტისა" და ფრანგული "პსჟ"-ს შესახებ. 

გვარდიოლა კარგად იცნობს და იცის ინიესტას შესაძლებლობები და დიდი ალბათობით ესპანელი ყველაფერს გააკეთებს, რომ საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ძლიერი ფეხბურთელებით შეხვდეს და ორი მატჩის ჯამში 5:1 არ დამარცხდეს. 

ყველაფერს ფეხბურთელი ამ დღეებში გაასაჯაროებს, როგორც თვითონ განაცხადა მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო. 



  • goga1996
  • 24 აპრილი 2018 15:23
ვერ გავიგე რა რა უნდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით