როგორ იქცეოდნენ "ბარსელონას" ფანები თასის ფინალის წინ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

როგორ იქცეოდნენ "ბარსელონას" ფანები თასის ფინალის წინ

24-04-2018, 18:23

შაბათს გაიმართა ესპანეთის თასის ფინალი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" ანდალუსიის "სევილიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ხსენებული მატჩი მადრიდში, "ატლეტიკოს" სტადიონ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა. თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, დედაქალაქში კატალონიური გრანდის ქომაგები არცთუ კარგად იქცეოდნენ.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა მადრიდში არაერთი შეტაკება მოაწყვეს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია მათ მანქანების და მაღაზიების შუშებიც დაამტვრიეს.

გარდა ამისა, "ბარსას" ქომაგები არც ჟურნალისტებს აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ექცევიან კატალონიელები ერთ-ერთ მადრიდელ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს.
 




  • tsandro
  • 24 აპრილი 2018 18:28
პროვინციელი სეპარატისტები :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით