მოურინიო როუზის შეძენას აპირებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მოურინიო როუზის შეძენას აპირებს

25-04-2018, 09:04

გავლენიანი "The Guardian"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მცველით, დენი როუზით არიან დაინტერესებულნი.

როგორც ცნობილი გახდა, "წითელი ეშმაკები" განაპირა მცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადართა პორტუგალიელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო ზაფხულში თავისი გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და პრიორიტეტად როუზის საკითხს ისახავს.

ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, ჟოზეს დაინტერესება იმდენად დიდია, რომ მზადაა ინგლისელ მცველში სერიოზული თანხა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ლუკ შოუ "მანჩესტერის" დატოვებას ამა წლის ზაფხულს აპირებს და სწორედ ამიტომ, "დეზების" ფეხბურთელი მის ალტერნატივად განიხილება.



  • messi10
  • 25 აპრილი 2018 11:16
rat unda rouzi enta vicode

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით