"ატლეტიკო" ობლაკს კონტრაქტს არ უხანგრძლივებს

24-04-2018, 23:41

ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" შესაძლოა იან ობლაკმა დატოვოს. როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "როხიბლანკო" სლოვენიელ კიპერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.

ამჟამად ობლაკს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ობლაკის შეძენა ფრანგულ "პსჟსა" და ლონდონის "ჩელსის" სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით