"რა მოხდა, რა იყო ეს"? - გაგიჟებული კლოპი მატჩის შემდეგ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რა მოხდა, რა იყო ეს"? - გაგიჟებული კლოპი მატჩის შემდეგ

25-04-2018, 01:03

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა "ენფილდზე", რომელშიც ადგილობრივმა "ლივერპულმა" "რომას" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელი კლუბი გატანილი 5 გოლის შემდეგ, დარჩენილ ბოლო 10 წუთში "აიჭრა" და მეტოქე გუნდმაც 2 გოლის გაქვითვა შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა კლოპი და კლუბის კიპერი ერთად დააფიქსირეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი ახალგაზრდა მეკარეს შემდეგი სახის კითხვას უსვამდა: "რა მოხდა ბოლო 10 წუთის განმავლობაში?" 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ-იტალიური ჯახი ერთ კვირაში განმეორდება და ამჯერად "გლადიატორები" უმასპინძლებენ კუნძულელებს. "ბარსასთან" დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ რომაელები ჯერ თამაშში არიან.



  • goga1996
  • 25 აპრილი 2018 01:20
mainc sagol bichebs 5 goli (Y)

Arashuavs cudi mekare ara mainc

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით