კლოპის კომენტარი "რომას" დამარცხების შემდგომ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კლოპის კომენტარი "რომას" დამარცხების შემდგომ

25-04-2018, 01:11

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "რომას" დამარცხების შემდგომ მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბიჭებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. ჩვენ მოსაგებად გავედით მოედანზე და ეს მოვახერხეთ კიდეც."

"80 წუთის განმავლობაში უშეცდომოდ ვთამაშობდით. თუმცა, შემდეგ სამწუხაროდ დაცვაში შეცდომები დავუშვით, რის გამოც გოლებიც მივიღეთ."

"ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი. ახლა ანგარიში 5:2-ია. მოხარული ვიქნებოდი, რომ მეტოქეს ერთი გოლი გაეტანა, ან საერთოდ არ გაეტანა, თუმცა ეს მაინც ფანტასტიკური შედეგია." - აცხადებს კლოპი.



  • tsandro
  • 25 აპრილი 2018 01:11
ფინალს მაინც წააგებთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით