კლოპმა "ლივერპული" მოედანზე 150-ჯერ გაიყვანა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კლოპმა "ლივერპული" მოედანზე 150-ჯერ გაიყვანა

25-04-2018, 11:09

24 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლივერპულმა" "რომას" უმასპინძლა და მეტოქე გუნდი 5:2 დაამარცხა. კუძულელეთა წარმატებულმა ტრიომ საოცარი მატჩი ჩაატარა და საბოლოო ჯამში ხუთივე გოლი მათ სახელზეა.

აღსანიშნავია, რომ "ენფილდის" მკვიდრთა თავკაცმა კლუბის რიგებში 150-ე შეხვედრას უხელმძღვანელა. გასულ 149 მატჩში, კლოპის დამოძღვრილმა "წითლებმა" 79 მოიგეს, 43 ფრედ დაასრულეს და 27-ჯერ დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი იურგენი გუნდში 2015 წელს მოვიდა. მისი მუშაობის პერიოდში "ლივერპულმა" 302 გოლი გაიტანა.



  • beka10
  • 25 აპრილი 2018 11:10
ლეგენდარული კაცია ბიძია იურგენა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით