"ბარსა" ალონსოსთვის იბრძოლებს

25-04-2018, 22:07

გავლენიანი "Goal"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ესპანელი მცველით, მარკოს ალონსოთი არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის მესვეურები 27 წლის ფეხბურთელს ჟერარ პიკეს შემცვლელად განიხილავენ.

ცოტა არ იყოს, რთულად აღსაქმელია ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" ბოსები ჟერარის შეცვლაზე ფიქრობენ, რადგანაც პიკე უკვე კარგახანია გუნდის თილისმა და ფანების საყვარელი ფეხბურთელია. მეორეს მხრივ, კონტე კარგ ფორმაში მყოფი ესპანელის გაშვებას არ აპირებს, მით უმეტეს, მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ცნობისთვის, მარკოს ალონსომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.


  • messi10
  • 25 აპრილი 2018 22:08
alonso magari kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით