"რეალმა" €80 მილიონი გაამზადა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რეალმა" €80 მილიონი გაამზადა

26-04-2018, 14:30

"ბლანკოსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის შეძენას გეგმავს. ესპანური და ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, სამეფო კლუბის სატრანსფერო რადარზე ლეროი სანე გამოჩდნა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" €80 მილიონის სანაცვლოდ შეეცდება ლეროი სანეს შეძენას. 22 წლის გერმანელი ნახევარცმველი ბრწყინვალე სეზონს ატარებს "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სანეს ანგარიშზე 9 გოლი და 12 ასისტია.

ლეროი სანეს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო რეალურს ხდის "რეალიდან" გარეტ ბეილის წასვლის შესაძლებლობას. წყაროს მტკიცებით, სწორედ ბეილის იდეალურ ალტერნატივად მიიჩნევა 22 წლის გერმანელი შემტევი.





  • kopite
  • 26 აპრილი 2018 11:14
ძაან მაგარია სანე, მოუხდება რეალს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით