სიმეონე: "ჩემი მოსვლის შემდეგ, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი გახდა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სიმეონე: "ჩემი მოსვლის შემდეგ, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი გახდა"

26-04-2018, 13:02

მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ "არსენალთან" ჩასატარებელ შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ესპანურ კლუბში ბედნიერია. 

"ჩემი მოსვლის შემდეგ, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი გახდა. ფაქტია, რომ კრიტიკა უფრო მეტია, მაგრამ დღევანდელი რეალობით ბედნიერი ვარ.

მეტოქე გუნდი საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერია და მოგვიწევს ცივი გონებით ვითამაშოთ. რაც შეეხება ვენგერს, მინდა, რომ მას ვუყურო და ბევრი ვისწავლო", - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ემირეიტზე" გაიმართება. სეზონის ბოლოს კლუბს ვენგერი ტოვებს და მიუხედავად წასვლისა კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. 



  • goga1996
  • 26 აპრილი 2018 13:03
simeone she dzvelo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით