"ბარსას" ვარსკვლავები გრიზმანზე ზეწოლას ახდენენ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსას" ვარსკვლავები გრიზმანზე ზეწოლას ახდენენ

26-04-2018, 16:18

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევის შესაძენად ევროპის არაერთი გრანდი იბრძვის. გრიზმანისათვის გაჩაღებულ რბოლაში "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობენ.

ესპანური წყაროების მტკიცებით, კატალონიური გრანდის ვარსკვლავები ანტუან გრიზმანს მოუწედებენ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთოს და "ბლაუგრანას" შეუერთდეს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" წამყვანმა მოთამაშეებმა შეტყობინება გაუგზავნეს გრიზმანს. გაგზავნილი შეტყობინების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ კატალონიური გრანდი დიდი ხნის მანძილზე აკვირდება მას და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს ტრანსფერის განხორციელებას.



  • kopite
  • 26 აპრილი 2018 16:18
ძალიან მაგარი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით