მარსიალით ევროპული გრანდები ინტერესდებიან

26-04-2018, 19:16

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა შემტევმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს "ოლდ ტრაფორდი". ანტონი მარსიალი 2015 წელს შეუერთდა "წითელ ეშმაკებს".  მანჩესტერელთა რიგებში ჩატარებულ 133 შეხვედრაში, მარსიალმა 63 გოლში მიიღო მონაწილეობა - თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის.

ალექსის სანჩესის, ჯესი ლინგარდის და მარკუს რეშფორდის კონკურენციის პირობებში 22 წლის ფრანგს სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ჟოზე მოურინიომ ნათლად მიანიშნა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სიამოვნებით შეელევა მარსიალს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ანტონი მარსიალის შეძენა რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურს. "ტოტენჰემი", "იუვენტუსი", "ინტერი"... ეს იმ კლუბთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სიამოვნებით მიიღებენ მარსიალს. წყაროს მტკიცებით, "ბიანკონერი" ყველაზე რეალური კანდიდატია. ტურინული გრანდის მესვეურები მზად არიან 65 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ანტონი მარსიალის სანაცვლოდ.


  • kopite
  • 26 აპრილი 2018 19:16
ცოდოა სკამისთვის...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით