"არსენალი" "იუვენტუსის" ფეხბურთელით ინტერესდება

26-04-2018, 19:30

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერის" უკანახაზელი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ. წყაროს მტკიცებით, "არსენალი" დანიელე რუგანის შეძენას გეგმავს.

მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება არსენ ვენგერის შემცვლელი, "მეთოფეებს" სერიოზული პრობლემები აქვთ დაცვის ხაზში, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე გაუშვა 46 გოლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებმა მაღალი დონის ცენტრალური მცველის შეძენა გადაწყვიტეს.

"იუვენტუსის" უკანახაზელის სანაცვლოდ "არსენალი" 35 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს. 


  • kopite
  • 26 აპრილი 2018 19:31
კაია რუგანი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით