• 09-08-2023
    "მივხვდი, რომ დასრულდა უზარმაზარი ისტორია" - არველაძე ნაკრებიდან წასვლაზე
    "მივხვდი, რომ დასრულდა უზარმაზარი ისტორია" - არველაძე ნაკრებიდან წასვლაზე

    "ფორმულასთან" ჩაწერილ ინტერვიუში შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებთან გამოსათხოვარი მატჩი გაიხსენა.

    “ემოცია მქონდა კარიერას რომ მოვრჩი. თამაში როცა დამთავრდა, იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დასრულდა უზარმაზარი ისტორია. ტრიბუნაზე მყოფი მაყურებელი ჩემს სახელს სკანდირებდა და ისე მაცილებდა. ამ დროს მივხვდი, რომ ამას ცხოვრებაში ვერასოდეს მიიღებ. ამ დღეს გავაანალიზე, რომ აღარ უნდა ავდგე ადრე, ან აღარ უნდა დავისვენო ისე სწრაფად. 

    ამ ფაქტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიქრი და განრიგიც”, – ამბობს შოთი.

    შეგახსენებთ, რომ ცენტრფორვარდი საქართველოს ნაკრების ღირსებას 1992-2007 წლებში იცავდა. მას "ჯვაროსანთა" მაისურით 26 გოლი აქვს გატანილი, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

    Facebook კომენტარები