ელ შაარავი:"რომა" გულშემტკივარს კიდევ ერთხელ გაახარებს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ელ შაარავი:"რომა" გულშემტკივარს კიდევ ერთხელ გაახარებს"

26-04-2018, 23:40

როგორც იცით, 24 აპრილს "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მერსესაიდული "ლივერპული" და იტალიური "რომა" დაუპირისპირდნენ. მატჩის სადავეებს "წითლები" მალე დაეუფლნენ და "რომას" კარში 5 გოლის გატანა შეძლეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი მიიღეს.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე სტეფან ელ შაარავიმ თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

"ლივერპულთან" მოგების შანსი მართლაც ძალიან მცირეა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ".

"ვფიქრობ, რომ "რომა" კვლავ შეძლებს არაამქვეყნიური ქამბექის შესრულებას და გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას".

წარმოშობით იტალიელმა გარემარბმა პრესის წარმომადგენლებთან ყოფილ თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰზეც თქვა ერთი-ორი სიტყვა.

"სალაჰი გენიალური ფეხბურთელია. მან თავის ნიჭს გასაქანი "ენფილდზე" მისცა, რაც ძალიან მახარებს".

"ჩემი აზრით, მოჰამედმა იპოვა ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა", - განუცხადა ჟურნალისტებს სტეფან ელ შაარავიმ.



  • messi10
  • 26 აპრილი 2018 23:44
ამათ კიდე რამის იმედი როგორ აქვთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით