"რომას" ძირითადის ფეხბურთელები დაემტვრა

27-04-2018, 11:01

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ბევრმა ფეხბურთელმა ლაზარეთში გადაინაცვალა. "ბაიერნისა" და "რეალის" დაპირისპირება განსაკუთრებული ტრამვიანობით გამოირჩა, რადგან მოედნიდან სხვადასხვა დაზიანების გამო ბევრი ფეხბურთელი გავიდა. 

მანამ სანამ "ბერნაბეუ" განმეორებით მატჩს უმასპინძლებს, უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი "რომა" ძირითადის ფეხბურთელების გარეშე დარჩა. "ენფილდზე" წაგებული 5:2-ის შემდეგ, "გლადიატორთა" თავკაცმა დი ფრანჩესკომ მორიგ ქამბექზე გააკეთა აქცენტი, თუმცა, როგორც გაირკვა კლუბს პეროტი და სტროტმანი ვერ დაეხმარება. 

ფეხბურთელებმა ტერფისა და ბარძაყის დაზიანებები მიიღეს. რაც შეეხება დაგეგმილი ქამბექის ყურება ტელევიზორებთან მოუწევთ. მედიკოსების დასკვნებს, თუ დავუჯერებთ, შანსი იმისა, რომ რომში მათ თამაში შეძლონ არარეალურია. 




  • goga1996
  • 27 აპრილი 2018 14:24
roma kai gundia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით