ვენგერი: "ყველაზე ცუდი შედეგია"

27-04-2018, 14:45

26 აპრილს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა, რომელშიც ლონდონის "არსენალი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 90 წუთის დასრულების შემდეგ, ბარგ ჩალაგებულმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

„იმის მიხედვით, როგორც მატჩის საწყის პერიოდში მოვლენები განვითარდა, ეს ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგია. მეტოქემ  ჩვენი შეცდომით ისარგებლა და სტუმრად გოლი გაგვიტანა. 

შეგვეძლო ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაგვედგა, თუმცა ეს დღეს არ მოხდა. იან ობლაკმა თავისი შესაძლებლობები და როლი გუნდის თამაშში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ჩვენი მიზანი ერთ კვირაში სასურველი შედეგის დადება იქნება. უნდა მოვემზადოთ რათა გუნდმა ფინალში გააღწიოს", - განაცხადა ვენგერმა. 


განმეორებითი მატჩი 3 მაისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.



  • goga1996
  • 27 აპრილი 2018 14:47
ვენგერი მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით