გრიზმანი:"სხვა კლუბებთნ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებ"

27-04-2018, 15:40

მადრიდული "ატლეტიკოს" ფრანგმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ჯერჯერობით ვერ გეტყვით მადრიდის "ატლეტიკოში" დავრჩები თუ არა. აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და განვითარება მჭირდება".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებ და მზად ვარ ნებისმიერ კარგ შემოთავაზებას დავთანხმდე", - განაცხადა გრიზმანმა პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ფრანგი შემტევის მსურველებიდან ერთ-ერთი კატალონიის "ბარსელონაა".



  • messi10
  • 27 აპრილი 2018 15:41
grzimo klasni igrogika

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით